გახსოვს შარშანდელი ჩემი სიტყვები? ერთ ცნობილ ადამიანს რო დავესესხე, სამშობლო მთებო, თავი დამანებეთ მეთხი. მე ყველაფერი კარგად მახსოვს. არცა მონატრება, არცა სიყვარული არ მალაპარაკებს. ჩემი მიზანი არ შეცვლილა, მინდა დაგცინო და კიდევ ერთხელ დაგანახო ჩემი ბედნიერება რაოდენ კარგია აქ. არც მეზიზღები. ვთვლი რომ ერთი ჩვეულებრივი მთა ხარ და განსაკუთრებულს ხომ ადგილობრივები საკუთარს უწოდებენ ხოლმე.
სიმართლე თჲ გაინტერესებს ბევრი წერა მეზარება და ერთი წერილში მოგაქცევთ ყველას და ერთად მოგიკითხავთ. ჩემი ამბავი თუ დაგაინტერესებდათ ალბათ გაიგებდით, ანდა რას ვერ გაიგებდით, რომც არ დაინტერესებულიყავი სადმე შემთხვევით მაინც წამაყწდებოდი გლობალურ ქსელში, აბა კი მოგახსენებათ როგორი სახელგანთქმული ვარ.
გამარჯობა საქართველოვ, გამარჯობა როგორ ხარ? განა ძაან მაინტერესებს, ზდილობა შემომჩენია და გეკითხები. გამარჯობა სვანეთო, იმერეთო და გურია, აჭარა და ჩემო აღმოსავლეთო და შენ არ გამარჯობა სამეგრელო, არ მევასები. ნუ ახლა კი სულერთია რაა? გამარჯობა თბილისო, დილის ქურთებით დაწყებულო და ღამით ძალით მაგარ ტიპთა გართობებით დამთავრებულო, შუაში რა გითხრა, უინტერესო და უღიმღამო. მიხვდებოდი რომ არც შენ მომნატრებიხარ. და საერთჴდ ამ სიტყვას აღარ გიხსენებთ, რომ თავი არ მოგაბეზროთ არ-მონატრებით. ვინცა და რაც დავტოვე არაფერი მომნატრებია. ბავშობის მოგონებებიც ნელნელა წაიშალა. ალბათ ასე იყო საჭირო, ბნელი ბავშვობა რა მოსაგონია და მითუმეტესო მოსანატრებელი. და გამარჯობა ქართველო ხალხო, კიდევ როგორ მისტირი წარსულს, მე რომ ასე რიგად დავიწყებას ვცდილობდი და მადლობა და მადლობა საზღვარგარეთ, რომ ეს მოახერხა და მადლობა საზღვარგარეთ, რომ ისეთ სისულელეებზე აღარა ვფიქრობ რატომ არ ესმით ჩემი ჩემს ქართველებსთქო. და კიდევ ერთი მადლობაც რომ ქართველებს ჩემი აღარ ჰქვიათ, ანარადა როდის ერქვათ, თითონ რაკიღა არა მთვლიდნენ არცა ყოფილან ესეგი.
გამარჯობა ჩემო სახლო, რომელიც არცა მქონია, და როცა მქონია ჩემი არ ყოფილა. გამარჯობა ქირის გადასახადო, ყოველთვე რომ მახსენებდი თავს და მენსტრუაციასავით სამიდან-ხუთ დღემდე რომ მანერვიულებდი და თავს მატკიებდი. ბოლოს აღარც მახსოვს სადა ვცხოვრობდი. მეტროპოლიტენთან იყო მგონი. აა.. ჰო, გამარჯობა ჩემო შეყვარებულო, ალბათ უკვე ყოფილო, წამოსვლისას რომ მპირდებოდი დაგელოდებიო. იცი? არ გინდა, ერთს შენ მაინც გეტყვი რომ არ მომნატრებიხარ! ის მეტროსთან რო სახლია ორი წლის ქირა წინასწარ არ გადავიხადე? ადი თუ ჯერ მანდ არა ხარ და კიდე ერთი წელი უფასოდ იცხოვრე და ვინც გინდა ის აცხოვრე ჩემ ბოლო სახლში. ოღონდაც იმას მაინც ნურაფერს უსაყვედურებ, თორემ შეიძლება ოდესმე მასაც მოუწიოს იგივე სიტყვების თქმა, რაც მე გითხარი ბოლოს: “წავედი ძვირფასო და მალე ჩამოვალ. ხოიცი, მოგატყუე, არც ვაპირებდი ჩამოსვლას
გამარჯობა ძველო სამსახურო. იცი? აქ უფრო მეტს მიხდიან, თან აქ უფრო ადვილია ყველაფერი.
გამარჯობა ომბალო, ერთადერთო, რაც დიდი ხანი მენატრებოდა და მადლობა საზღვარგარეთ, რომ ესეც დამავიწყე. და ყველავ, გაგაგებინოთ მინდა ჩემი პირველი რეაქცია, რაც აქ ჩამოვედი და განვიცადე: “გამარჯობა საზღვარგარეთ, და მადლობა რომ მიმიღე”. 2012. Nov.10